воскресенье, 15 мая 2016 г.

მერვე დღე

 დღეს ვისაუბრეთ დიფერენციაციაზე,ფასილიტაციასა და მენეჯმენტზე.ამ რესურსებიდან გადმოვწერეთ,ვამუშავეთ, მოვარგეთ ჩვენს პროექტს  და ჩავაგდეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში, ეს დაეხმარება მოსწავლეს წინასწარ იცოდეს რა მოეთხოვება ანუ გეგმის სწორად და მიზან-მიმართულად დაგეგმვა - წარმართვაში.
ვნახეთ ფასილიტაციის ნიმუშებიც, ვეცადეთ და მოვარგეთ ჩვენსას.
                                              დიდი მადლობა 

суббота, 14 мая 2016 г.

მეშვიდე დღე

       დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო.გავაკეთეთ მოსწავლეების ნამუშევრების შეფასებები. გავარკვიე თუ რაში დაეხმარება თვითონ  მოსწავლეს კოლაბორაციული შეფასება,რომ მათთვის ინდივიდუალური დავალებებია გათვლილი და ეს მასწავლებელსაც დაეხმარება მათ შეფასებისას. ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევარზე კომენტარების დადება და წაშლა.ვისწავლეთ ფაილის ატვირთვაც ბლოგზე. 

воскресенье, 8 мая 2016 г.

მეექვსე დღე

   დღევანდელი  დღეც იყო საინტერესო, ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევარზე და მისთვის საჭირო მასალების მოსაძიებლად რა ბმულებიც გამოვიყენეთ  შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში.დღეს ჩემს თავზე გამოვცადე თუ რა დავალება უნდა მივცე და რა დოზით, რომ ინფორმაცია იყოს ზუსტი და საინტერესო.
მოსწავლეებს კონკრეტულად ვაძლევ ბმულების და ვებ-გვერდების მისამართებს, რომ არ აცდნენ მიზანს.
    ვისაუბრეთ თუ ვინ რას დაამზადებდა დღეს, ავირჩიეთ ჩვენი თემისთვის საჭირო აქტივობები - პოსტერები  და პრეზენტაციები და  და დავამზადეთ.
                           
                                                                                    დიდი მადლობა

суббота, 7 мая 2016 г.

მეხუთე დღე

დღევანდელი დღეც იყო ძალიან სინტერესო,დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება,შემდეგ ამ პრეზენტაციის ატვირტვა ბლოგზე და ბლოგის გაფორმება.
დიდი მადლობა :)

როგორ ვმართოთ დრო?-პროექტის პრეზენტაცია

суббота, 16 апреля 2016 г.

მესამე დღე

 დღევანდელი  დღეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმუშავე და მოვძებნე საჭირო სტანდარტები და შევუსაბამე ჩვენს პროექტს.ინდიკატორები დავუკავშირე ბლუმის ტაქსონომიისა და 21 საუკუნის მაღალ  უნარებს,რაც დამეხმარა კონკრეტული და ზოგადი მიზნების ჩამოყალიბებაში.დამეხმარა იმაში,რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე თუ რა ვასწავლო და რატომ.
ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,ეს დამეხმარება ძირითადი საკითხების დამუშავებაზე,იმაზე თუ რაზე გავამახვილო ყურადღება.
                                                                                                  დიდი მადლობა